ახალი ამბები

პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს

29 ივნისი, 2017 • 1631
პრეზიდენტი: კონსტიტუციის შეცვლის პროცესი უნდა შეჩერდეს

ვენეცის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდეტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების პროცესი უნდა შეჩერდეს.

„საერთაშორისო საზოგადოებას და ქართულსაც ვერაფერს გამოაპარებ. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ჩიხურ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ არ უნდა შეჩერდეს  დემოკრატიის განვითარება, სხვანაირად უნდა შევაფასოთ ეს ვითარება. ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამიტომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დავიწყოთ ახალი პროცესი დიალოგის და კონსენსუსის, ღირებულებებიდან გამომდინარე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი