ახალი ამბები

ჯანი ბუკიკიო ჯეჯელავას განცხადებაზე: ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ

29 ივნისი, 2017 • 8281
ჯანი ბუკიკიო ჯეჯელავას განცხადებაზე: ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ

„ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები… მე ვიგულისხმე ის, რომ ქართული პოლიტიკური კულტურის განვითარების მიმართ არსებობდა სხვა მოლოდინი. სამწუხაროდ, ეს უკვე კრიზისია,“ – ასე უპასუხა ჯანი ბუკიკიომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ „ბათუმელების“ კითხვას იმედგაცრუების კონტექსტზე.

გუშინ ჯანი ბუკიკიომ თქვა, რომ ის იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო ცვლილებებით. დღეს განათლების მინისტრმა და პრემიერის მოადგილემ, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მედიამ არასწორი აქცენტით გააშუქა ბუკიკიოს შეფასება.

ჯანი ბუკიკიო პტეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ცალკე შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ფართო კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ: „ლაპარაკი, ლაპარაკი და დიალოგი. ეს არის ჩემი გზავნილი ახლა“.

ჯანი ბუკიკიო ამჯერად ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი