ახალი ამბები

რუსეთში ტელეკომპანია НТВ–ს თანხლებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოწმებენ

25 მარტი, 2013 • 1043
რუსეთში ტელეკომპანია НТВ–ს თანხლებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოწმებენ

როგორც ორგანიზაცია За права человека–ს ერთ–ერთი წარმომადგენელი იგორ ბაკიროვი Новая Газета-სთან საუბარში აცხადებს, დაახლოებით დილის 11 საათისთვის ორგანიზაციაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და ფინანსური და საწესდებო დოკუმენტები მოითხოვეს. იგორ ბარიკოვის განცხადებით, კომპანიას აღნიშნული დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადა და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ ითხოვდნენ აღნიშნულ დოკუემტაციას, თუმცა ამ დროს შენობაში პროკურატურის და ტელევიზია НТВ–ს  წარმომადგენლებიც მივიდნენ და მათი თანხმობით შემოწმება დაიწყო.


Новая Газета–ს ინფორმაციით, შემოწმება პარალელურად მიმდინარეობს ორგანიზაციებში- Amnesty International და АСИ.


რუსეთის ფედერაციაში 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთში პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე და უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები მიჩნეული არიან “უცხოეთის აგენტებად”. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანმა ბიურომ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი