ახალი ამბები

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო

25 მარტი, 2013 • • 995
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს დღეს, 25 მარტს პარლამენტის რიგგარეშე, მესამე მოსმენით კენჭს აღარ უყრიან. აღნიშნული შესახებ დღეს გამართული იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი. კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება უმცირესბასთან შეთანხმებულია:

 

“დღეს კომიტეტმა განიხილა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები. მოიხსნა დღის წესრიგიდან საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი, რადგან შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხი დროებით გადავდოთ. უმცირესობასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ შევეცადოთ შევთანხმდეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით”.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მათი ინფორმაციით, კენჭისყრა 3 აპრილამდე გადაიდო:

 

“ძალიან კარგია, რომ იმ პოზიციამ გაიმარჯვა, რომ ამ საკითხშიც შეთანხმება სჯობს. თუ ჩვენ შევთანხმდებით, მე არა მგონია, რომ ვეტო დაედოს. პრეზიდენტი ვეტოს დაადებს იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ვარიანტი, რომელიც არ იქნება შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან. “

 

მასალების გადაბეჭდვის წესი