ახალი ამბები

სტიქიის გამო თბილისის უბნებს წყალი შეზღუდვით მიეწოდება

25 მარტი, 2013 • • 1042
სტიქიის გამო თბილისის უბნებს წყალი შეზღუდვით მიეწოდება

წყალზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი 24 და 25 მარტს, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, ელექტროენერგიის ძაბვის გახშირებული ვარდნისა და რამდენჯერმე შეწყვეტის გამო ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” რიგ სათავო ნაგებობებს ფუნქციონირების პრობლემა შეექმნათ.

 

შეიზღუდა ცენტრალური სატუმბო სადგურებისა და ადგილობრივი წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურების ფუნქციონირება არაგვის ხეობასა და თბილისში. კომპანიის ინფორმაციით, ელექტროსისტემაში შეფერხებები უამინდობითა და ძლიერი ქარით იყო გამოწვეული.

 

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერ
ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერ

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, შეუძლებელი გახდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ობიექტის ღრმაღელის სათავო ნაგებობის სრული დატვირთვით ამუშავება. პარალელურად, ელექტროსისტემაში შეფერხებებმა გამოიწვია 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის ხუდადოვის ტყეში გამავალი მონაკვეთის ავარიული დაზიანება.  

 

აღნიშნულის გამო დღეს წყალმომარაგება შეუწყდა: მუხიანის, ლოტკინის, სანერგეს, ავლაბრის, მეტრომშენის, ლილოს, საქნავთის, ვარკეთილის მეურნეობისა და ლოჭინოს დასახლებებს მიმდებარე ქუჩებით: უიარაღოს, კახიანის, ნოსტეს, კაჭრეთის, მაღაროს, კონდოლის, ზაქარაიას, მუშკორის, მესხიშვილის, ილურიძის, ლომთათიძის, ჯავის, ურიდიას, ხუდადოვის, მარუაშვილის, სამშვილდის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, აჭარის, აგარის, ცხრა ძმის, დავითაშვილის, ლამის, თამარაშენის, პაატა სააკაძის, ასპინძის, მრელაშვილის, ბაბისხევის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, გუჯარეთის, მელაანისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. სოფლებს – გამარჯვებასა და ლილოს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს.              

 

წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეუმცირდა: ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს.

 

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, მიმდინარეობს დაზიანების აღმოსაფხვრელი გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები. ჩამოთვლილი დასახლებებისა და ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება დღეს საღამოდან, ნაწილს კი – ღამის 12 საათის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი