ახალი ამბები

ივანიშვილი გორში სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა

25 მარტი, 2013 • • 1059
ივანიშვილი გორში სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა

“თქვენც კარგად ამჩნევთ, რომ არ არის დაცული  ტექნოლოგიები. არც ერთი ტოტი არ არის მოტეხილი, არც ერთი ხე არ არის მოთხრილი. ძლიერი ქარის შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად იცით, ხეები როგორ ზიანდება. რომც არ იყო სეპციალისტი, აქ ყველაფერი გასაგებია, არ გააკეთეს სწორად და შედეგიც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია, რომ ამდენი სახურავის გადმოვარდნის შედეგად არავინ არ დაზიანდა, მსხვერპლი არ არის, მხოლოდ ერთი ავტომობილის მძღოლი დაზიანდა”, – განაცხადა ბიძინა ივანშვილმა. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ შენობები უხარისხოდ გადახურეს.

 

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, გორის ბიუჯეტში შევა ცვლილება, შემდეგ კი ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა თანხა დაზიანებული სახურავების აღსადგენად. გორში ქარმა სულ 80–მდე სახლს ახადა სახურავი, თუმცა ფინანსური ზარალი საბოლოოდ არ არის დადგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი