ახალი ამბებიკინო

13 ბლოკბასტერი, რომელთა პრემიერაც 2017 წლის ზაფხულში შედგება

29 ივნისი, 2017 • 4366
13 ბლოკბასტერი, რომელთა პრემიერაც 2017 წლის ზაფხულში შედგება

კინოთეატრებში უკვე გამოჩნდა და გაყიდვების ოფისის სათავეშიც მოექცა ახალი “ტრანსფორმერები“, საშინელებათა ჟანრის სათავგადასავლო ფილმი “47 მეტრით დაბლა“, 1990-იანი წლების ცნობილი “მაშველების” ახალი კინოვერსიაც. “ვანდერ ვუმენმა” კი დაამტკიცა, რომ კინოგაქირავებაში ქალი სუპერგმირების ადგილი მხოლოდ სიის სათავეშია. თუმცა სეზონი ჯერ ახლა დაიწყო და საზაფხული კინოგაქირავება მომდევნო თვეების განმავლობაში ათობით ბლოკბასტერს სთავაზობს მაყურებელს. გაეცანით იმ ფილმების სიას, რომელთა პრემიერაც 2017 წლის ზაფხულში შედგება:

1. მუმია

“მუმია” ეგვიპტური ლეგენდების გაცოცხლების კიდევ ერთი მცდელობაა. ფილმში პრინცესა აჰმანეტი ცდილობს შური იძიოს სამყაროზე. ფილმში მთავარ როლებს ტომ კრუზი და სოფია ბუტელა არსულებენ. ფილმის  პრემიერა ივნისის დასაწყისში შედგა. კინოკრიტიკოსების მოწონება ვერ დაიმსახურა, თუმცა ამ დროისათვის ყველაზე გაყიდვადი ფილმების ხუთეულში იკავებს ადგილს.

2. მძღოლი ბეიბი (Baby Driver)

ნიჭიერი ახალგაზრდა მძღოლი, რომელიც მაფიოზური დაჯგუფებისათვის მუშაობს, აღმოაჩენს, რომ მონაწილეობას იღებს დაშლისათვის განწირულ ძარცვაში. ედგარ ვაითის ახალმა ფილმმა უკვე დაიმსახურა კინომოყვარულთა დადებითი შეფასება, კინოკრიტიკოსებისაგან კი – არაერთი ვარსკვლავი. მასში მონაწილეობას იღებენ კევინ სპეისი, ჯეიმი ფოქსი, ჯონ ჰამი, ლილი ჯეიმსი და ანსელ ელგორტი. მსოფლიო პრემიერა 28 ივნისსაა დაგეგმილი.

3. საზიზღარი მე 3

ყველასათვის ცნობილ “ბოროტმოქმედს” – გრუს, ამჯერად ბალთაზარ ბრატის დამარცხება აქვს მიზნად დასახული. მინიონების ბატონის ახალი თავგადასავალი 29 ივნისიდან ჩაეშვება კინოგაქირავებაში.

4. ადამიანი ობობა – სახლში

მარველის კინოსტუდიამ დიდი ხნის შემდეგ დაიბრუნა თავისი სამყაროს ყველაზე ცნობილ სუპერგმირზე საავტორო უფლება. ფილმი ხელახლა გააცნობს მაყურებელს პიტერ პარკეტის პერსონაჟს, რომელიც ამჯერად უკვე რკინის კაცის, ტონის სტარკის მფარველობის ქვეშ მოექცევა. ადამიანი ობობა კინოთეატრებში 7 აგვისტოდან გამოჩნდება.

5. ბრძოლა მაიმუნების პლანეტისათვის

13 აგვისტოდან მაიმუნ ცეზარის თავგადასავალი გრძელდება. ამ ბრძოლაში გადაწყდება, ვინ გახდება პლანეტის მმართველი კლასი – ადამიანები თუ პრიმატები?

6. დანკირკი

რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ახალი დრამა ზაფხულის ბოლოს, 21 აგვისტოს გამოჩნდება კინოთეატრებში. ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარდი და კილიან მერფი ასრულებენ.

7. ვალერიანი – ათასი პლანეტის ქალაქი

ლუკ ბესონმა ამჯერად ახალი სამყარო და პლანეტათაშორისი ქალაქი ალფა შექმნა, რომლის გადარჩენაც ორ სპეციალურ აგენტს, ვალერიანსა და ლორელინს მიანდო. მათ როლებს კი ფილმში დენ დეჰანი და კარა დელევინი ასრულებენ. ფილმის პრემიერა 2 აგვისტოს შედგება.

8. ჩათრევა (The Beguiled)

სოფია კოპოლას ახალმა ფილმა მოწონება არაერთ ფესტივალზე დაიმსახურა, მათ შორის- გახდა კანის კინოფესტივალის რჩეული. აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდზე შექმნილ თრილერში როლებს ნიკოლ კიდმანი, კოლინ ფარელი, კრისტენ დანსტი და სხვა ცნობილი მსახიობები ასრულებენ. ფილმი ეკრანებზე ივლისიდან გამოჩნდება.

9. ატომური ქერა

შარლიზ ტერონის გმირი ფილმში ბერლინში მომხდარ მკვლელობას იძიებს და ორმაგი აგენტების გამქრალ სიას ეძებს. დავიდ ლიჩის ფილმში ტერონთან ერთად სოფია ბუტელა და ჯეიმს მაკევოი თამაშობენ მთავარ როლებს. ფილმი 27 ივლისიდან გამოჩნდება საქართველოს კინოთეატრებში.

10. ემოჯი ფილმი

თუ გაინტერესებთ, როგორი შეიძლება იყოს წარმოსახვითი სამყარო თქვენი სმარტფონის შიგნით, 28 ივლისიდან ამის ნახვა “ემოჯი ფილმის” დახმარებით შეძლებთ. ფილმი “მეჰ” ღიმილაკის თავგადასავალზეა.

11. ბნელი კოშკი

სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრაინაზიის პრემიერა აგვისტოში შედგება. “ბნელ კოშკში” მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰი, იდრის ელბა და კატერინ ვინიკი ასრულებენ. ელბას გმირი ცდილობს იპოვოს კოშკი და გადაარჩინოს განადგურების წინაშე მყოფი სამყარო.

12. ლოგან ლაქი

სტივენ სოდერბერგის ახალ ფილმში ჩანინგ ტატუმისა და ადამ დრაივერის გმირი ძმები ნასკარის რბოლაზე ძარვის მოწყობას გეგმავენ. ფილმი 25 აგვისტოდან გამოვა ეკრანებზე.

13. მძიმე ღამე (Rough Night)

ქორწილამდე მეგობრები სკარლეტ იოჰანსონის გმირისათვის წვეულების მოწყობას გადაწყვეტენ, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ისინი ელიან. კომედიის პრემიერა ბევრ ქვეყანაში აგვისტოს იგეგემება, თუმცა თბილისში მისი ნახვა უკვე შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი