ახალი ამბები

ავლაბარში ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

28 ივნისი, 2017 • 1542
ავლაბარში ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

თბილისში, ავლაბარში, ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში, რომლის გამოც გამნაღმველები გამოიძახეს, ტანსაცმელი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, პერიმეტრი უკვე დატოვეს გამნაღმველებმა და მოძრაობა თავისუფალია.

დღეს, რამდენიმე საათის წინ, 112-ში ზარი დაფიქსირდა. მოქალაქე ამბობდა, რომ ავლაბარში საეჭვო ჩანთა იპოვა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი