ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციათა სამსახური ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

25 მარტი, 2013 • 1011
საგანგებო სიტუაციათა სამსახური ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ბოლო დღე-ღამის მონაცემით, საგანგებო სიატუაციათა სამსახურში ამ მიზეზით სულ 289 ზარი შევიდა. აქედან საქართველოს რეგიონებიდან 133 და თბილისიდან 156 ზარი დაფიქსირდა.

 

ძლიერმა ქარმა ქვეყნის მასშტაბით სახლებს სახურავები ახადა, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ხეები და სარეკლამო ბილბორდები წააქცია.

 

თუმცა ყველაზე რთული შემთხვევა, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის გნაცხადებით, აჭარის სანაპირო ზოლშია, სადაც ძლიერი ქარითა და შტორმით გამოწვეულმა ზარალმა 3 მილიონი ლარი შეადგინა. ბოლო მონაცემებით ძლიერმა ქარმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 9 სახლის სახურავი მთლიანად და 93 სახლის სახურავი ნაწილობრივ, ასევე შტორმის შედეგად ქობულეთსა და ბათუმში დაზიანებულია ზღვისპირა ზოლი.

 

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დავალებით,  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს ხელმძღვანელობს კახა კალაძე.  შტაბში იქნებიან გაწევრიანებული: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შსს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი