ახალი ამბები

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის ესკორტს ავარია შეემთხვა

24 მარტი, 2013 • 1525
შსს-ში არ ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის ესკორტს ავარია შეემთხვა

შსს-ში განმარტავენ, რომ უბრალოდ დროში დაემთხვა ავტოავარია და აღნიშნულ ტრასაზე პრეზიდენტის ესკორტის გადაადგილება.

 

რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ესკორტი გახდა თბილისი-მარნეულის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოავარიის მიზეზი: “გზის სავალი ნაწილის ორივე მხარე პრეზიდენტის ესკორტმა დაიკავა, რის შედეგადაც ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო მანქანის მძღოლებმა გზის სივიწროვის გამო საჭის დამორჩილება ვერ მოახერხეს და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. ავტომობილები დაზიანდა და მძღოლები მსუბუქად დაშავდნენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი