ახალი ამბები

ძლიერი ქარისა და შტორმის მიერ მიყენებული ზიანის მოცულობა დავით ნარმანიამ წარადგინა

24 მარტი, 2013 • • 994
ძლიერი ქარისა და შტორმის მიერ მიყენებული ზიანის მოცულობა დავით ნარმანიამ წარადგინა

ზიანი შემდეგნაირად გამოიყურება:  150–ზე მეტი დაზიანებული სახლის სახურავი, დაზიანებულია რამდენიმე სკოლის სახურავი, ქობულეთში 150 მეტრი ნაპირი ჩამოინგრა და სერიოზული პრობლემებია ნაპირდაცვასთან დაკავშირებით. დაზიანდა გარე განათების მოწყობილობები. ასევე, ურეკის ტერიტორიაზე ერთ–ერთი დიდი პრობლემა ნაპირდაცვასთან დაკავშირებით.  წყალმა გაიტაცა 3 ნავი. ოზურგეთის ტერიტორიაზე  დაზიანდა 4 სკოლის და ერთი ადმიანისტრაციული შენობის სახურავი. ასევე 90 ინდივიდულური სახლის სახურავი. გორის ტერიტორიაზე 20–ზე მეტი მრავალსართულიანი სახლის სახურავი დაზიანდა. თბილისის ტერიტორიაზე კი 60–ზე მეტი სახლია დაზიანებული. 

 

“ჩვენ სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი, ეს არის– 2 51 07 74, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ სად რა მდგომაეობაა. ცხელი ხაზი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.  მოქალაქეებმა პირველ რიგში  ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ადგილობრივი თვითმმათველობის წარმომადგენლებს, რომ მათ ინფორმაცია დაფილტრონ და იქ შექმნილი შეფასების კომისიები უახლოეს 2–3 დღეში ჯამურად დაითვლიან ზიანის მოცულობას და წარმოდგენილი იქნება შტაბში”– განაცხადა ნარმანიამ 

 

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დავალებით,  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს ხელმძღვანელობს კახა კალაძე.  შტაბში იქნებიან გაწევრიანებული: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შსს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები:

 

“თუ გარკვეული პრობლემები შეიქმნება დამატებით, ჩვენ მზად ვართ მხარში ამოვუდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსხლეობას”– განაცხადა კალაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი