ახალი ამბები

კალაძის განცხადებით, ძლიერი ქარის გამო 100 000–მდე აბონენტი გაითიშა

24 მარტი, 2013 • • 1141
კალაძის განცხადებით, ძლიერი ქარის გამო 100 000–მდე აბონენტი გაითიშა

კალაძის განცხადებით, დღეს საღამოსვე აღდგება ელექტროენერგია, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. მინისტრის თქმით, იქ, სადაც ელექტოენერგიის მიწოდება ვერ ხერხდება, სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება აღდგენით სამუშაოების სრულფასოვნად განხორციელება. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ქარის სიმძლავრე დაიწევს ხვალ საღამომდე, ელექტროენერგიის მიწოდება სრულყოფილად აღდგება. 

 

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დავალებით,  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს ხელმძღვანელობს კახა კალაძე.  შტაბში იქნებიან გაწევრიანებული: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შსს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები:

 

“თუ გარკვეული პრობლემები შეიქმნება დამატებით, ჩვენ მზად ვართ მხარში ამოვუდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსხლეობას”– განაცხადა კალაძემ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი