ახალი ამბები

აქციის მონაწილეებმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობაში შესვლა სცადეს [Video]

24 მარტი, 2013 • • 933
აქციის მონაწილეებმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობაში შესვლა სცადეს  [Video]

დღევანდელ აქციას შეუერთდნენ სოციალურად დაუცველები. სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებლის შესასვლელთან სოციალურად დაუცველები და დღევანდელი აქციის ინიციატორები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. ისინი მოითხოვდნენ  ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და ღია ეთერს. 

 

საბოლოოდ, არხის გადაწყვეტილებით, ეთერი საზოგადოების წარმომადგენლებს სამშაბათს, 26 მარტს დაეთმობათ. ეთერს დაუთმობენ სოციალუად დაუცველ პირებსაც:

 

“ერთი გადაცემა იქნება მომავალ კვირაში, საზოგადოებრივ მაუწყებელს ისედაც გეგმაში აქვს და დაახლოებით ერთ თვეში უნდა დაიწყოს თოქ–შოუ მოქალაქეების მონაწილეობით მწვავე სოციალურ საკითხებზე”– განაცხადა ლევან გახელაძემ, საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი