ახალი ამბები

ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ კალათაშია

27 ივნისი, 2017 • 2410
ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ კალათაშია

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავაც პირველ კალათაშია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის პირველ კალათაში ის მოწინავე ქვეყნები ხვდებიან, რომლებიც ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრით მინიმალურ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებენ. საქართველო გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე კალათაში ხვდებოდა, თუმცა 2016 წლიდან ისევ დაწინაურდა და 2017 წელსაც ინარჩუნებს შესაბამის პოზიციებს.

Screen Shot 2017-06-27 at 8.49.54 PM

2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის მხოლოდ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.

“ხელისუფლება საანგარიშო პერიოდში განაგრძობდა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირებას”, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე წერია, რომ დაუცველ ჯგუფებში პროაქტიულად ხორციელდებოდა  ტრეფიკინგის ინდიკატორების სქრინინგი.

დოკუმენტში ასევე პოზიტიურადაა შეფასებული ბავშვთა მიმართვიანობის მექანიზმის იმპლემენტაცია, ასევე დაუცველი, ქუჩაში მყოფი ბავშვების უფასოდ მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფა.

“საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება აგრძელებდა იდენტიფიცირებულ მსხვერპლებზე ზრუნვას და ატარებდა ცნობიერების ამაღლების კამპანიებს”.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მინიმალურ სტადნარტებს სრულად აკმაყოფილებს, საანგარიშო პერიოდში არ გაზრდილა ძალისხმევა ანტი-ტრეფიკინგული სამართალდაცვითი  კუთხით და იდენტიფიცირებული მსხვერპლთა რაოდენობაც ბევრი არ არის.

‘შრომის ინპექცია აგრძელებდა ოპერირებას ბუნდოვანი მანდატით და შეზღუდული იყო შეესწავლა დამსაქმებლები. მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესი კვლავაც სუსტი იყო ქუჩაში ექსპლუატირებულ სიტუაციაში მყოფ  ბავშვებთან მიმართებაში, საუბარია მათზე, ვისაც მათხოვრობას ან კრიმინალურ საქმიანობას აძალებენ. ასევე, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დაუცველ [მოწყვლად] შრომით სექტორებში არიან დასაქმებული”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი