ახალი ამბები

4 ივლისს ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია 37 °C-მდე ავიდეს

27 ივნისი, 2017 • 2727
4 ივლისს ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია 37 °C-მდე ავიდეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ივლისამდე არაა გამორიცხული, რომ ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მაშტაბით 37 გრადუსამდე ავიდეს.

27 ივნისი

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დღეს, 27 ივნისს საღამომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საღამოს დასავლეთ საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში,  ჰაერის ტემპერატურა 32-დან 35 გრადუსამდე დაფიქსირდება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში- 25-26 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია  32-34 გრადუსამდე სიცხე.

28 ივნისი

[checklist]

  • 28 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მაღალი, 33-35°C-მდე ტემპერატურაა მოსალოდნელი
  • დასავლეთ საქართველოში ცოტა დაიკლებს და 28 °C-მდეა ნავარაუდევი.
  • შავი ზღვის სანაპირო რაიონებში- 22-24 °C

[/checklist]

30 ივნისამდე

30-ის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ამის გამოიქ ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში საღამოს საათებში მოსალოდნელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვაც, აგრეთვე მოსალოდნელია ზოგან შკვალური ქარის გაძლიერება.

credit: flickr/Daniel R. Blume

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა იქნება 31-34 °C-მდე. თბილისში – 30 °C-მდე. ამ დღეებში ჰაერის ტემპერატურა იქნება  27-34 °C-ის ფარგლებში.

ივლისის პირველი რიცხვები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ივლისისთვის მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურამ  36- 37 °C-მდე მოიმატოს.

სააგენტოს ცნობით, ივლისი ყოველთვის ცხელ და ნაკლებ ნალექიან თვედ მიიჩნევა და  არაა გამორიცხულიმ გადააჭარბოს 37 გრადუსსაც. ცხელი ამინდი ივლისის მეორე ნახევარში უფროა მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი