ახალი ამბები

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: მამა გიორგიმ პატრიარქთან რაღაც პირადული დაგვაბარა

27 ივნისი, 2017 • 2269
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: მამა გიორგიმ პატრიარქთან რაღაც პირადული დაგვაბარა

დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ბრალდებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ დეკანოზისგან პატრიარქს “რაღაც პირადული” უნდა გადასცეს:

“ეს არის მისი პირადული, პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემას ითხოვს და უნდა გადავცე. წერილის გამოტანის უფლება არ გვაქვს. არაფრის გამოტანის და შეტანის უფლება არ გვაქვს მასთან. მან სიტყვიერად დაგვაბარა, ლოცვა-კურთხევა გვთხოვა უწმინდესთან, რომ გადასცეს, რომ ლოცვა-კურთხევა მისცეს, დალოცოს და გაძლიერდეს,” – განაცხადა გოგოტიშვილმა.

მან ჟურნალისტების სხვა შეკითხვებს არ უპასუხა.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი