ახალი ამბები

ქართველი მოსწავლეები ტაილანდში ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას

27 ივნისი, 2017 • 3018
ქართველი მოსწავლეები ტაილანდში ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას

6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით ტაილანდში ქიმიის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ICHO გაიმართება, რომელშიც 80-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. წელს ტურნირს  საქართველოს ეროვნული ნაკრებიც შეუერთდება.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები  ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია. გუნდის სამი წევრი – დავით რიჟინაშვილი, ლექსო ფიჩხაძე და ლევან გოჯიაშვილი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა, ხოლო  საბა თავდგირიძე კომაროვის სკოლიდანაა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გუნდმა უკვე იასპარეზა მენდელეევის სახელობის ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელიც ქალაქ ასტანაში გაიმართა

ნაკრების ორი წევრი, დემირელის კოლეჯის მოსწავლეები, დათო რიჟინაშვილი და ლევან გოჯიაშვილი, ასევე წარმატებული და ნიჭიერი გამომგონებლები არიან.  ათასწლეულის ინოვაციების კონკურსზე ახალგაზრდებმასმარტ ვოჩიწარადგინეს და საუკეთესო ათეულში და ფინალში მოხვდნენ.  

ტაილანდის მსოფლიო ოლიმპიადაზეც ეროვნული ნაკრები უკვე მომავალ კვირას გაემგზავრება. საერთაშორისო ოლიმპიადაზე  გუნდს მსოფლიოს წამყვან ქიმიკოსებთან მოუწევთ შეჯიბრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი