ახალი ამბებირეკლამაფოტოხელოვნება

ნახევარი მილიონი ლიტერატურის განვითარებისთვის – “საბას” 15 წელი

27 ივნისი, 2017 • 13800
ნახევარი მილიონი ლიტერატურის განვითარებისთვის – “საბას” 15 წელი

“საბა იმის კარგი საშუალებაა, რომ შენი შემოქმედება ადრესატამდე მივიდეს. ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო. ლიტერატურული პრემიის აღების შემდეგ ჩემი მკითხველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა,” – ამბობს მწერალი ტორესა მოსი. ის ლიტერატურულ პრემია “საბას” 2014 წლის ერთ-ერთი ლაურეატია.

მწერალი ტორესა მოსი "საბას" სოციალური პროექტების პრეზენტაციაზე

მწერალი ტორესა მოსი “საბას” სოციალური პროექტების პრეზენტაციაზე

ყოველწლიური ლიტერატურული პრემიის “საბა” დაფუძნებიდან 15 წელი გავიდა. ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია საქართველოში, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებ-პლატფორმა და სოციალურ-ლიტარატურული პროექტები – ასეთია “საბას” 15 წლიანი საქმიანობის  ძირითადი მიმართულებები.

თიბისი ბანკმა “საბა” 2003 წელს დააფუძნა. ამ ხნის განმავლობაში კონკურსის ფარგლებში 3800 წიგნი განიხილეს და  127 პრემია გაიცა ჯამში 500 ათასი ლარის ოდენობით.

“უზარმაზარია ის წვლილი, რაც საბამ შეიტანა ლიტერატურის და წიგნიერების განვითარებაში. საბას მნიშვნელობა ძალიან მაღალია. თიბისი ბანკი მაქსიმალურად შეეცდება ეს პროცესი გააგრძელოს,” – ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე “საბას” 15 წლის იუბილეზე:

“საბას” დირექტორი  მაია ძირკველიშვილი ამბობს, რომ საბა მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი აღარ არის. მისი თქმით, საბას ფარგლებში არაერთი სოციალური პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი ლიტერატურის პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის ამაღლებაა.

პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი მწერალი ეთერ თათაირაიძე ამბობს, რომ საბა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს:

“საბა გარწმუნებს, რომ არსებული დონიდან ქვემოთ არ უნდა დაეშვა, რაც ხარ. შენ წინ და წინ უნდა წახვიდე. ძალიან კარგია, როცა რაღაც ბედნიერებისკენ და წინსვლისკენ გიბიძგებს. ეს პროექტი არ ძველდება. ამ სიმყარით ევლოს საბას წლების მანძილზე და დაუსაბამოდ.”

მწერალი ეთერ თათაირაიძე საბას შემაჯამებელ ღონისძიებაზე

მწერალი ეთერ თათაირაიძე საბას შემაჯამებელ ღონისძიებაზე

მიმდინარე წელს “საბას” უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა ბათუმსა და ქუთაისში მოეწყობა.  წიგნიერების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში,  50 000 ადამიანს 500 000 წიგნი გადაეცა საჩუქრად.  

"საბას" 15 წელი თიბისი გალერეაში შეაჯამეს

“საბას” 15 წელი თიბისი გალერეაში შეაჯამეს

რატი ამაღლობელი "საბას" 15 წლის შემაჯამებელ საღამოზე

რატი ამაღლობელი “საბას” 15 წლის შემაჯამებელ საღამოზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი