ახალი ამბები

ეროვნული სამოსის შესახებ კანონი პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა

22 მარტი, 2013 • • 1001
ეროვნული სამოსის შესახებ კანონი პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება–კონსერვატორების” წევრის, ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს უფლება ექნებათ პარლამენტის სხდომებს, საპროტოკოლო–საქმიანი სამოსის გარდა, ეროვნული სამოსითაც დაესწრონ, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით 88 ხმით 1-ის წინააღმდეგ, საბოლოოდ დამტკიცა. 

 

აქამდე მოქმედი რეგლამენტით პარლამენტარებს სხდომათა დარბაზში ყოფნა შეეძლოთ მხოლოდ საპროტოკოლო–საქმიანი ჩაცმულობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი