ახალი ამბები

25 ივნისს ენმ ოფიციალურად წარადგენს უდუმაშვილს მერობის კანდიდატად

25 ივნისი, 2017 • 3267
25 ივნისს ენმ ოფიციალურად წარადგენს უდუმაშვილს მერობის კანდიდატად

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილს ოფიციალურად 25 ივნისს, 12:00 საათზე წარადგენს. წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და 9-საათიანი კურიერის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის დატოვების შესახებ 19 ივნისს განაცხადა. მან ადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევში მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებს შეხვდა.

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს ამჟამინდელი მერი დავით ნარმანია. ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო ქართული ოცნება კახა კალაძის კანდიდატურას უალტერნატივოდ განიხილავს. რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს კანდიდატად ალეკო ელისაშვილის დაყენება სურთ, თუმცა მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი