ახალი ამბები

ერდოღანმა მეჩეთში ლოცვის დროს გონება დაკარგა

25 ივნისი, 2017 • 3262
ერდოღანმა მეჩეთში ლოცვის დროს გონება დაკარგა

CNN Turk-ის ინფორმაციით, დღეს სტამბულის ერთ-ერთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ რაიპ ერდოღანმა გონება დაკარგა.

CNN-ის ცნობით, მას ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება და პრეზიდენტი მალევე მოვიდა გონს. როგორც მოგვიანებით, თავად ერდოღანმა განაცხადა, გონების დაკარგვა წნევამ გამოიწვია და ის თავს კარგად გრძნობს.

დღეს მუსლიმები რამადან–ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი