ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის კანდიდატები რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე არიან

24 ივნისი, 2017 • 3123
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის კანდიდატები რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე არიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის კანდიდატებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები – რევაზ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე დასახელდნენ.

ისინი მოსამართლეთა კონფერენციამ, რომელიც დღეს, 24 ივნისს მიმდინარეობს, ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ.

გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა. მიქაუტაძემ ამ თანამდებობაზე 2016 წლის მარტში მამუკა ახვლედიანი შეცვალა. იგი საბჭოს წევრად დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის აპრილში აირჩიეს.

რევაზ ნადარაია 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2016 წლებში კი -ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2016-2017 წლებში იყო ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. რევაზ ნადარაია 2017 წლის 8 აპრილიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

 

19490003_1759550040741317_1648345055_o

 

მასალების გადაბეჭდვის წესი