ახალი ამბებიტექნოლოგიები

როგორ ავტვირთოთ ფეისბუკზე ფოტო საუკეთესო ხარისხში

23 ივნისი, 2017 • 23319
როგორ ავტვირთოთ ფეისბუკზე ფოტო საუკეთესო ხარისხში

არც ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც გადაღებული ფოტო სმარტფონში, ფოტოაპარტსა თუ კომპიუტერში მოგვწონს, მაგრამ ფეისბუკზე ატვირთვის შემდეგ ვფიქრობთ, რომ ხარისხი დაკარგა. ეს იმის ბრალია, რომ ფეისბუკი ქსელში ატვირთულ ყველა ფოტოს კუმშავს.

მართალია, ბოლო პერიოდში ფეისბუკზე ატვირთული ფოტოების ხარისხი ვიზუალურად გაუმჯობესებულია, თუმცა სოციალური ქსელი რამდენიმე რჩევას გვაძლევს უკეთესი შედეგისთვის.

მაგალითისთვის ავიღოთ საფეხბურთო კლუბ “რომას” ლეგენდის, ფრანჩესკო ტოტის ფოტო მისი გამოსაშვიდობებელი მატჩიდან (ჯენოასთან).

18738468_10155572224737044_9126143561967689332_o

ეს ფოტო ევროპის პრესფოტო სააგენტოს (EPA) მიერაა გადაღებული და მისი ორიგინალი პარამეტრები ასე გამოიყურება:

Screen Shot 2017-06-23 at 6.34.28 PM

მას შემდეგ, რაც ეს ფოტო ფეისბუკზე გამოქვეყნდა.

მისი პარამეტრები ასე შეიცვალა (ჩამოტვირთვის შემდეგ):

Screen Shot 2017-06-23 at 6.42.22 PM

“ჩვენ ავტომატურად ვუცვლით ზომასა და ფორმატს ფოტოებს, როდესაც მათ ფეისბუკზე ტვირთავთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, ფოტოები საუკეთესო ხარისხში გამოჩნდება, მიმართეთ შემდეგ ზომებს:

[ატვირთვამდე] შეცვალეთ ფოტოების ზომა მოცემულ განზომილებებში:

რეგულარული ფოტოები: [Width-ის ნაწილში მონიშნეთ ასე] 720px, 960px ან 2048 px [Height-ს ხელი არ ახლოთ].

ე.წ. ქავერ ფოტო (Cover photos) 851px by 315px

შეინახეთ ფოტო JPEG-ში sRGB ფერში”, – ნათქვამია ფეისბუკის დახმარების ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იმისათვის, რომ ე.წ. ქავერ ფოტოს შეკუმშვა თავიდან ავიცილოთ, ფეისბუკი გვირჩევს, რომ მისი ზომა 100 kb-ზე ნაკლები იყოს.

ხარისხის გასაუმჯობესებლად უმჯობესია, თუ ფოტოს ალბომში ატვირთავთ და High Quality-ს მიუთითებთ.

Screen Shot 2017-06-23 at 6.55.44 PM
რაც შეეხება სმარტფონს, ფეისბუკის აპლიკაციის პარამეტრებში ასევე უნდა მონიშნოთ შემდეგი:
19457872_1490913054263536_1987577956_o

მასალების გადაბეჭდვის წესი