ახალი ამბები

სიტყვები, რომლებიც ყველაზე ხშირად არის ნახსენები ვენეციის კომისიის დასკვნაში

23 ივნისი, 2017 • 2670
სიტყვები, რომლებიც ყველაზე ხშირად არის ნახსენები ვენეციის კომისიის დასკვნაში

ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მოსაზრებებში ყველაზე ხშირად სიტყვა “საარჩევნო” გვხვდება. ასევე, მრავლად არის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა სიტყვები.

კერძოდ, GDI-ის თარგმანის მიხედვით, დოკუმენტში “საარჩევნო” 79-ჯერ არის ნახსენები. “ბარიერი” ან “ბარიერს”  – 41-ჯერ. დოკუმენტში სიტყვა პროპორციული 20-ჯერ გვხვდება, “მაჟორიტარული” – 3-ჯერ, ხოლო პროპორციულ/მაჟორიტარული  – ორჯერ. სიტყვა “მანდატები” კი 22-ჯერ არის გამოყენებული, “გაუნაწილებელი” – 13-ჯერ.

ვენეციის კომისიამ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა გადაწყვეტილება პროპორციულ/მაჟორიტარულის ჩანაცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლება, თუმცა ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, 19 ივნისს, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის შემოღება გადავადდებოდა და 2020 წელს არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდებოდა. მათ ამ განცხადებას არასამთავრობოების, ასევე, პოლიტიკური პარტიების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

01

დოკუმენტში სიტყვა “ქორწინებას” და “ქორწინება” 12-ჯერ არის ნახსენები, ხოლო, “სქესი” – 11-ჯერ.

სიტყვები “უმრავლესობის” და “უმრავლესობა” – ჯამში, 29-ჯერ არის ნახსენები დოკუმენტში.

ვენეციის კომისიის დოკუმენტში სიტყვა “პრეზიდენტი”, ჯამში, 44-ჯერ წერია, ხოლო “საპრეზიდენტო” – 7-ჯერ.

კომისიის დასკვნაში სიტყვებს “რეკომენდირებულია” და “რეკომენდაცია”  25-ჯერ ვხვდებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი