ახალი ამბები

31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოდან მონტენეგროში უვიზოდ გაემგზავრებიან

23 ივნისი, 2017 • 2349
31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოდან მონტენეგროში უვიზოდ გაემგზავრებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მონტენეგროს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და დარჩენა არაუმეტეს 30 დღისა.

სამინისტროც ცნობით, ინიციატივა უნგრეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის. უწყების ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ელჩის, ზაზა კანდელაკის შეხვედრა მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, სელიმ ლიკასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი