ახალი ამბები

ყვარელში ახალგაზრდა ქალი მამამთილმა სანადირო თოფით დაჭრა

23 ივნისი, 2017 • 3171
ყვარელში ახალგაზრდა ქალი მამამთილმა სანადირო თოფით დაჭრა

შსს-ს ინფორმაციით, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს თოფი ესროლა და დაჭრა. შემთხვევა 22 ივნისს, დღისით მოხდა. შსს-ს ცნობით, მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა და სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

სოფლის გამგებლის, გოდერძი ჭიტაშვილის ინფორმაციით, ქალი 36 წლის არის, ხოლო დაკავებული კაცი, რომელიც მისი მამამთილია, დაახლოებით 75 წლის იქნება.

საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინეს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დანაშაულის მოტივს ადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი