ახალი ამბები

ეკა ბესელია: არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი სამწუხაროა

22 ივნისი, 2017 • 1781
ეკა ბესელია: არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი სამწუხაროა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მომზადების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების 80 პროცენტი გაითვალისწინეს.
დეპუტატის განცხადებით,  სამოქალაქო სექტროში მტრის ხატის ძებნა არ უყვარს. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი სამწუხაროა, რადგან ყველა მათგანი ჩართული იყო საკონსტიტუციო განხილვებში და მუშაობის პროცესში.
“მათი პოზიციის ძალიან დიდი ნაწილი იყო გათვალისწინებული.  ჩვენ კონსენსუსი გვჭირდება გუნდის შიგნითაც და კონსენსუსი გვჭირდება გარეთ. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა. როდესაც გარედან ხდება კონკრეტული მოთხოვნების დაყენება, ყოველთვის ითხოვ მაქსიმუმს. გინდა, ყველაფერი დაკმაყოფილდეს. შეუძლებელია ასეთი იდეალური მოცემულობის შექმნა. მათი პოზიციის დიდი ნაწილი, თითქმის 80% არის გაზიარებული. მაგრამ ის, რომ ყველა სურვილი და წინადადება რეალიზებული იყოს ამ პროცესში, ეს შეუძლებელია,”- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

14 არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტს უცხადებს და, შესაბამისად, საკომიტეტო განხილვებში ჩართვას არ აპირებს.  ამის შესახებ მათ დღეს, 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი