ახალი ამბები

ჯეჯელავა: წელს საზაფხულო ბანაკებში 11 000-მდე მოზარდი დაისვენებს

22 ივნისი, 2017 • 1734
ჯეჯელავა: წელს საზაფხულო ბანაკებში 11 000-მდე მოზარდი დაისვენებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, წელს საზაფხულო ბანაკებში 11 000-მდე მეშვიდე, მერვე და მეცხრეკლასელი მოზარდი დაისვენებს, მათ შორის სოფლისა და ქალაქის მცირე სკოლების მოსწავლეები არიან.

“ეს არის ის თემი, ის გარემო, საიდანაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს, რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ. 7 ბანაკში დაისვენებენ ერთი კვირის განმავლობაში,” – ამბობს ჯეჯელავა.

მინისტრის თქმით, ყველა ბანაკი შემეცნებითია და მოიცავს აქტივობებს, რომლებიც მოზარდებს სხვადასხვა უნარების გნავითარებაში დაეხმარება – ყველა ხარჯს, მათ შორის კვებას და ტრანსპორტირებას, სახელმწიფო დაფარავს.

განათლების მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი უფრო მასშტაბური გახდება და სრულად მოიცავს საქართველოს სკოლებს. მინისტრის თქმით, გასულ წელს ბანაკებში  4 000-მა მოზარდმა დაისვენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი