19238

პრემიერის თქმით, მოქალაქეებს ქარის ელექტროსადგურის წილის შეძენა შეეძლებათ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვლის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზება განთავსდება, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებსა და ადგილობრივ ინვესტორებს საშუალება ექნებათ, 2016 წელს განხორციელებული ქარის ელეტროსადგურის პროექტის წილი შეიძინონ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი პრეცედენტი და მთავრობა ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს:

“საქართველოს გააჩნია ჰიდროენერგია და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორად ავითვისოთ ჰიდროენერგია, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ქარის და მზის ენერგია საკმაოდ იაფდება, გამომდინარე ტექნოლოგიური განვითარებიდან და, ვფიქრობთ, ამ მიმართულებებზეც აქცენტი იქნება გასაკეთებელი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი