ახალი ამბები

ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

22 ივნისი, 2017 • 2590
ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ პირს, რომელმაც ბრალდების მტკიცებით ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი თანმხლები პირების მოკვლა სცადა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამის ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“გორის რაიონულმა სასამართლომ  გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წარსულში ნასამართლევი ა. ი. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით”, – ნათქვამია მთავარი პრკურატურის განცხადებაში.

ინციდენტი გორში 2016 წლის 2 ოქტომბერს მოხდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი