ახალი ამბები

“ევროპული საქართველოს” ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვას

21 ივნისი, 2017 • 2282
“ევროპული საქართველოს” ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვას

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო რეფორმის საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის საპარლამენტო განხილვაში, რომელიც დღეს დაიწყო, მონაწილეობა იმიტომ მიიღეს, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში არ უნდა წარმართულიყო, თუმცა დღევანდელმა განხილვამ აჩვენა, რომ ხელისუფლება თავისი დღის წესრიგით მოქმედებს და ამიტომ “ევროპული საქართველო” განხილვაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

დღეს, 21 ივნისს, პარლამენტმა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ისინი არსებულზე ბევრად უფრო სრულყოფილ კონსტიტუციას მიიღებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს კონსტიტუცია ერთი პარტიისაა და მასზე კონსენსუსი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი