მდინარაძე: პარტნიორული ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქმედი სამოქალაქო კოდექსით ერთნაირსქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის დარეგისტრირება შეუძლიათ.

ვენეციის კომისიის დასკვნით, არ უნდა აიკრძალოს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ისინი ამ დასკვნას ეთანხმებიან.

“ბუნებრივია, ვენეციის კომისიის დასკვნას ვეთანხმებით.  პარტნიორული ურთიერთობები არავითარ შემთხევაში უნდა შეიზღუდოს. სამოქალაქო კოდექსით ისედაც გარანტირებულია ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობა. ოღონდ კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ ქორწინება ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ ცვლილებას ორი მიზანი აქვს: ერთ მიზნად დეპუტატი მოქალაქეების დაკვეთის შესრულებას ასახელებს, ხოლო მეორე მიზნად –  ჰომოფობიური განწყობების შემცირებას.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მიხედვით, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.