ანოსნი – 21 ივნისი

11:00 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის ძირითადი თემა ევროკავშირის მიერ საქართველოდან ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტის დაშვებაა. პრესკონფერენცია გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მის: მარშალ გელოვანის #6) საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19.

13:00 საათზე ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ იოჰანეს ფან დერ კლაუსთან ერთად (UNHCR) საჯარო ლექციას გამართავს ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.  მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ-ის 1-ელი კორპუსი, N115 აუდიტორია.

17:00 საათზე, რუსთავის №6-ე საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე მსჯავდებულების ოჯახის წევრები აქციას გამართავენ, ლოზუნგით, „არა ძალადობას ციხეში“.  მის: ქ. რუსთავი, სოფ. მთისძირი.  საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე – 557 019090.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.