ახალი ამბები

გორის ცენტრალურ მოედანს, საიდანაც სტალინის ძეგლი აიღეს, შესაძლოა, ევროპის მოედანი ეწოდოს

20 ივნისი, 2017 • 11620
გორის ცენტრალურ მოედანს, საიდანაც სტალინის ძეგლი აიღეს, შესაძლოა, ევროპის მოედანი ეწოდოს

გორის ცენტრალურ მოედანს, სადაც ადრე სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი იდგა, შესაძლოა, “ევროპის მოედანი” ეწოდოს. შესაბამისი ინიციატივა გორის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს, თამარ თედლიაშვილს ეკუთვნის.

სტალინის ძეგლი გორში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

სტალინის ძეგლი გორში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

თედლიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მოედანი დღემდე უსახელოა. “ევროპისკენ სვლა და ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების არჩევანია. ეს სახელი სწორედ ჩვენს სწრაფვას გაუსვამდა ხაზს”, – ამბობს თედლიაშვილი.

გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი 2010 წლის 25 ივნისს აიღეს.

სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში © EPA/STR

2015 წელს საზოგადოების ერთ ჯგუფსა და საკრებულოს წევრების ნაწილს ჰქონდათ ძეგლის აღდგენის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ.

გორის ცენტრალური მოედანი სტალინის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

გორის ცენტრალური მოედანი სტალინის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

“მე ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანის და თუნდაც ადამიანთა ჯგუფის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ეს საკითხი. ამაში ალბათ ჩაერთვება საკრებულო, საზოგადოება. ნებისმიერი ქუჩის, მოედნის სახელის ცვლილებას ერთი და ორი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს”, – ამბობს გორის მერი ზურაბ ჯირკველაშვილი ტელეკომპანია “დიასთან” საუბარში.

თედლიაშვილის ინფორმაციით, ინიციატივამ ჯერ საკრებულოს კომისიები უნდა გაიაროს და შემდეგ გაიმართება კენჭისყრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი