ახალი ამბები

ანონსი – 20 ივნისი

20 ივნისი, 2017 • 1699
ანონსი – 20 ივნისი

09.00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც  საქართველოს სამთავრობო უწყებების და ასევე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გახსნის.


14:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტსა და გამოფენას დაესწრება.
მისამართი: გარდენ ჰოლი, დავით აღმაშენებლის გამზ. N73

15:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  საჯარო ლექციას დაესწრება.


12 :00 საათზე ‘’ევროპული საქართველოს ‘’ ოფისში დავით ბაქრაძის, გიგა ბოკერიას და ელენე ხოშტარიას ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და პლებისციტთან დაკავშირებით

მის: გულუას N 1


12 :00 საათზე პარლამენტში საპარლამ,ეტო უმცირესობა ‘’ევროპული საქართველო’’ არასამთავრო ორგანიზაციებთან ერთად რესპუბლიკის დარბაზში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოუსმენს .


11:  00  საათზე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება მოსმენა ‘ევროპული საქართველოს ‘’ სარჩელი მოსმენებთან დაკავშირებით


12:00 საათზე „პრაიმ ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა ბიჭაშვილი და მისი ადვოკატი ემზარ პაქსაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბრალდებული პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს


 

მასალების გადაბეჭდვის წესი