ახალი ამბები

კრემლის გავლენის წინააღმდეგ $250 მილიონის გამოყოფას აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა

19 ივნისი, 2017 • 2348
კრემლის გავლენის წინააღმდეგ $250 მილიონის გამოყოფას აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა 97 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ევროპასა და ევრაზიაში რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორისსაქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს.  კანონპროექტში რუსეთი ოკუპანტადაა მოხსენიებული 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ხოლო ყირიმის საკითხზე დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა ანექსია მოახდინა. კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან გააფორმა. კანონპროექტის მიხედვით, რუსეთი მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებითა და სხვა გზებით ცდილობს გავლენის მოხდენას ევროკავშირის წევრ, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

კანონპროექტის მიხედვით, 2018-2019 წლებში აშშ-მა უნდა გამოყოს 250 მილიონი დოლარი რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

სენატის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერაზე განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი კანონის ძალით ამყარებს რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ, არსებულ სანქციებს და გულისხმობს ახალი სანქციების შემოღებას რუსული ბიზნესისა და რუსი მაღალჩინოსნების, ასევე, იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აშშის წინააღმდეგ ახორციელებენ დესტრუქციულ კიბერაქტოვობებს

კანონპროექტი ასევე აწესებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსსანქციები აგრეთვე შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო საკუთრების კორმპირებული გზით პრივატიზებაში. ამასთან, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განაგრძობენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალასადის მთავრობისთვის შეიარაღების მიწოდებას, ან აწარმოებენ ბიზნესსაქმიანობას რუსეთის სადაზვერვო და თავდაცვის სექტორებთან თანამშრომლობით:

კანონპროექტი აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათ შორის, სამთომომპოვებელი მრეწველობისენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზეკანონპოექტი გამოხატავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებითიქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევისადმი მოწყვლადობის დონე” – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალ სანქციებს სავალდებულო კანონის ძალა მიეცემა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ. აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში მისი გაუქმება უკვე აშშის კონგრესის უშუალო თანხმობას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი