ახალი ამბები

ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

19 ივნისი, 2017 • 2522
ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა, რომელიც ამჟამად 5 ლარია, შესაძლოა გაიზარდოს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თბილისის ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე ადასტურებს.

“უბილეთო მგზავრობასთან დაკავშირებული ჯარიმის გაძვირება უკავშირდება მონიტორინგის გამკაცრებას, რათა უფრო ნაკლები წილი ჰქონდეს უბილეთო გადაადგილებას თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს ჯერჯერობით არის ინიციატივა და კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რა ფრომა შეიძლება მიიღოს მან საბოლოოდ. ეს არ შეეხება კეთილსინდისიერ მგზავრებს”, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი