ახალი ამბები

გოცირიძე: უმრავლესობამ იკითხოს, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ და 200 ყმა გვყავდა

19 ივნისი, 2017 • 3878
გოცირიძე: უმრავლესობამ იკითხოს, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ და 200 ყმა გვყავდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება მოიცვა სიბნელემ და საქართველოს მმართველობას შეიძლება ვუწოდოთ ქაჯურ-დემოკრატიული მმართველობა. ამის შესახებ მან კონსტიტუციური მონარქიის შესახებ მიმდინარე დისკუსიის კომენტირებისას განაცხადა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პროგრესული არ არის და ქვეყანას სახიფათო იდეებით მართავს. მისივე აზრით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას ვერასდროს წაწევენ წინ.

” ხელისუფლება მოიცვა სიბნელემ და საქართველოს მმართველობას შეიძლება ვუწოდოთ ქაჯურ-დემოკრატიული მმართველობა, როგორც უმრავლესობის ერთი წევრი ქალბატონი ამბობს. სავალალო სურათია ქვეყანაში, ხელისუფლება არის აბსოლუტურად არაპროგრესული, ჩამორჩენილი და მათი იდეები ხდება სახიფათო. მონარქიის აღდგენა ნიშნავს თავად-აზნაურობის ინსტიტუტის აღდგენას, მაშინ მიწებიც დავურიგოთ თავად-აზნაურობას. უმრავლესობამ იკითხოს, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ, ათი სოფელი გვქონდა და 200 ყმა გვყავდა, ნახევრად მეგრელი ვარ და იქაც ბევრი მიწები მეკუთვნის,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, სხვებმა რევოლუცია უნდა მოაწყონ და საქართველო ისტორიაში შევა როგორც ქვეყანა, რომელმაც მეფის ინსტიტუტი აღადგინა და ერთ თვეში დაამხო ის.

“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში,” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ილია მეორემ  კონსტიტუციურ მონარქიაზე ჭეშმარიტება თქვა. ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე  პატრიარქთან შეხვედრას აპირებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი