ირაკლი კობახიძე კვლევის "ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე" პრეზენტაციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის 94-ე მუხლი 12 წლის შემდეგ გაუქმდება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ ე.წ. ეკონომიკური თავისუფლების აქტი 12 წლის შემდეგ გაუქმდება. ამის შესახებ მან დღეს, 19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“აქ განიხილება გარდამავალ დებულებებში დათქმის ჩადება. ჩვენ ვფიქრობთ თორმეტწლიანი დათქმის ჩადებაზე, მანამდე იმოქმედებს ეს რეგულაცია, რომლის თანახმად, პარლამენტს და მთავრობას ეზღუდებათ საგადასახადო ცვლილებების განხორციელება. ამ ვადის გასვლის შემდეგ უკვე შესაძლებელია ჩვენ გადავიდეთ განსხვავებულ წესზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის 94-ე მულის მიხედვით, მთავრობის მიერ ახალი გადასახადის შემოღებას ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.