CC

სასამართლომ შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით,  სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

“2017 წლის 11 მარტის საღამოს საათებში ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, პოლიციელებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი