ახალი ამბები

ანონსი – 19 ივნისი

18 ივნისი, 2017 • 2218
ანონსი – 19 ივნისი

10:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, II სართული, (ბიუროს ოთახის წინ)

11:00-ზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რატი იონათამიშვილი და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე შშმ პირებს პარკირების ახალ საცნობ ნიშნებს გადასცემენ. მისამართი: მიცკევიჩის 29, 1 სართული. საკონტაქტო პირი: 551 88 45 99 მირიან ლებანიძე.

15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.  მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველოსა“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების“ წევრები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები
მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი N307

მასალების გადაბეჭდვის წესი