ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ მეათე ადგილი დაიკავა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ქართველმა მორაგბეებმა მეათე ადგილი დაიკავეს.

დღეს, 18 ივნისს მეცხრე ადგილისთვის ბრძოლა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდიასთან 18:24 დათმეს. ანგარიში ოცდამეცხრე წუთზე ირლანდიელებმა გახსნეს (0:7). საპასუხო ლელო ბორჯღალოსნებმა ოცდამეთექვსმეტე წუთზე დადეს. ტაიმის მიწურულს ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმაც გაიტანეს და შესვენებაზე გავიდნენ. (10:7)

მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიელებმა ორი გარდასახული ლელო დადეს (10:21). ბორჯღალოსნებმა საპასუხო ლელო ორმოცდამეთოთხმეტე წუთზე დადეს, ხოლო მესამემოცე წუთზე ჯარიმა მიითვალეს (18:21). სამოცდამეცამეტე წუთზე ირლანდიელებმა საპასუხო გაიტანეს. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა (18:24).

შედეგად, ქართველი მორაგბეები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდნენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.