ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ბუკიკიო გულისხმებდა, რომ ცვლილებით საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია

17 ივნისი, 2017 • 1987
კობახიძის თქმით, ბუკიკიო გულისხმებდა, რომ ცვლილებით საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, რომ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, და განმარტა, რომ აქ იგულისხმება ის, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი ჯერ არაა დასრულებული.

“აქ იგულისხმება ის, რომ პროცესი არ არის დასრულებული. ვუახლოვდებით, პროცესი უნდა დასრულდეს. როგორც კი დავამტკიცებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც არის ასახული პროექტში, მაშინვე მივიღებთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში, ერთი მხრივ, სამართლებრივ პრინციპებთან და მეორე, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან”, – თქვა ქრონიკასთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ.

“კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი. როგორც რამდენჯერმე აღვნიშნე, 90-იანი წლებიდან ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ უკეეთესი კონსტიტუციისთვის. ახლა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან”, ეს არის ამონარიდი ჯანი ბუკიკიოს გუშინდელი განცხადებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი