ახალი ამბები

თურქეთის მედიის ცნობით, ანტალიაში საქართველოს 5 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

17 ივნისი, 2017 • 2714
თურქეთის მედიის ცნობით, ანტალიაში საქართველოს 5 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

თურქეთის მედიის ცნობით, 16 ივნისს საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს ანტალიაში ქურდობის ბრალდებით.

მედიის ცნობით, ისინი ძარცვავდნენ სახლებს.  პოლიციამ, სავარაუდოდ, მოპარული მობილურები, ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო.

“ამჟამად ისინი იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ მიმართ აღკვეთის ღონიძიებაზე იმსჯელებს სასამართლო. ან წინასწარ პატიმრობაში აიყვანენ და ან გაათავისუფლებენ. საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ანტალიის პოლიციასთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სასამართლოზე ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ კვალიფიციური თარჯიმნით. ჩვენთვის არ მოუმართავთ ადვოკატთან დაკავშირებით. თუ ჩვენი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები მოგვმართავენ, რომ უნდათ კერძო ადვოკატი, ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ. თუმცა, თუ მათ არ ექნებათ ამის საშუალება, ჩვენი მოქალაქეები არ დარჩებიან ადვოკატის გარეშე, მათ დაენიშნებათ სახაზინო წესით ადვოკატი”, – განუცხადა “კურიერს” თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა გელა ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი