ახალი ამბები

ზაზა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ლეიბის საბერტყი უნდა ურახუნო და ურახუნო ამათ [ვიდეო]

16 ივნისი, 2017 • 10901
ზაზა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ლეიბის საბერტყი უნდა ურახუნო და ურახუნო ამათ [ვიდეო]

“ესენი არც სახლში შესაშვები არიან, არც ქვეყანაში გასაჩერებლები. ესენი უნდა გაიყვანო და ლეიბებს რომ ბერტყავენ, იმ საბერტყით უნდა ურახუნო და ურახუნო ერთ ადგილზე, ცოტა რომ გამოებერტყოთ ეს ტვინი,” – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა სერგო რატიანის და რომან გოცირიძის მისამართით გააკეთა.

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სხდომაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებზე და გოგი გვახარიას და სალომე ასათიანის გადაცემების დახურვის შესახებ საუბრობდნენ, რამაც ზაზა პაპუაშვილი გააღიზიანა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის “ჯიდიესიზაცია” მიმდინარეობს:

“ყველა არხი გაიყიდა და, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაპყრობა მოხდა. ეს არ არის მედიათავისუფლების საკითხი, ეს არის ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის პრობლემა. 20/30 არის ივანიშვილის სექტა. შეიქმნა 20/30, შეასრულა თავისი ფუნქცია და გაქრა. რა გააკეთა ? როგორც ინკუბატორმა წარმოშვა ადამიანები და მიავლინა სხვადასხვა სფეროში, თბილისის მერიაში, დიპლომატიურ კორპუსში, მთავრობაში, პარლამენტშიც გადმოისხა დესანტი,” – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე.

სერგო რატიანის თქმით, ვასილ მაღლაფერიძე არის პოლიტიკური პროექტის, 20/30 ის ავტორი:

“პოლიტიკური პროექტის ავტორი მოგყავთ და ნეტრალურობაზე ლაპარაკობთ? თქვენი ტელევიზია გახდა არა უბრალოდ ჯიდიესი, არამედ პოლიტიკური პროექტი. ეს სერიოზული პრობლემა არის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი