ახალი ამბები

მოსახლეობის ნაწილი თოჯინების თეატრის ახალი შენობის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

16 ივნისი, 2017 • 2606
მოსახლეობის ნაწილი თოჯინების თეატრის ახალი შენობის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

დღეს, 16 ივნისს „თავისუფალი დემოკრატები – რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 136 ნომერში მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს ამავე ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად. საუბარია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაზე, რომელიც თოჯინების თეატრს გადაეცა.

პროექტის მიხედვით, შენობის ნაწილი მიწის ქვეშ უნდა განთავსდეს, რაც, როგორც მახლობლად მცხოვრებლები ამბობენ, მათ სახლებს აზიანებს.

როგორც მშენებლობის მახლობლად, უზნაძის 107 ნომერში მცხოვრები ემა მელკანენი ამბობს, მას შემდეგ, რაც მშენებლობა დაიწყო, მის სახლს ბზარები გაუჩნდა და კედლებმა დეფორმაცია განიცადა.

მშენებლობა აღმაშენებლის 136-ში 16.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მშენებლობა აღმაშენებლის 136-ში 16.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მსგავს პრობლემებზე საუბრობენ მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრები სხვა ოჯახებიც:

“სახლი თავზე მენგრევა, ხელოსნად ვიქეცი, ჩემი ხელით ვცდილობ სახლის შეკეთებას. მერიას მივმართეთ, მაგრამ ყველაფერი პასუხისმგებლობა იმ ფირმაზე გადააქვთ, რომელიც მშენებლობას ახორციელებს. კომპანიაში ამბობენ, გაგიკეთებთო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ. მე მინდა თავზე ჭერი მქონდეს, ქუჩაში არ დავრჩე,” – ამბობს ერმა მელქონიანი.IMG_0923

ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაში მითითებულია, რომ საკვლევ ნაგებობებს წარმოადგენდა უშუალოდ საკვლევ ობიექტზე განთავსებული ორსართულიანი შენობა და მის მომიჯნავედ მდებარე ორი შენობა, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი და 3-სართულიანი კლინიკური საავადმყოფო. საინჟირნო-გეოლოგიურ კვლევაში აღნიშნულია, რომ ორივე მომიჯნავე შენობას სხვადასხვა ზომის ბზარები ჰქონდა. კვლევაში არაფერია ნათქვამი უზნაძის 107 ნომერში განთავსებულ საცხოვრებელ სახლებზე.

უზნაძის 107 ნონომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი 16.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

უზნაძის 107 ნონომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი 16.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აღმაშენებლის 136-ში მიმდინარე მშენებლობის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა ქალაქ თბილისის მერს სთხოვს, შეაჩეროს მშენებლობა და ხელახალი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევით საფუძვლიანად შეისწავლოს, რამდენად უსაფრთხოა მათი საცხოვრებლების მახლობლად ასეთი პროექტის განხორციელება.

ამ თემაზე “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მერიის არქიტექტურის სამსახურს და კითხვები მიაწოდა. არქიტექტურის სამსახურის პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

თოჯინების თეატრი 2011 წელს შენობის გარეშე დარჩა. ამ დროის განმავლობაში თეატრი სპექტაკლებს ნაქირავებ ფართში ატარებდა. სწორედ აღმაშენებლის 103-ში მდებარე შენობის სანაცვლოდ გადაეცა თეატრს აღმაშენებლის 136-ში განთავსებული ფართი, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს.

ასე გამოიყურება პროექტი, რომლის მიხედვითაც, თოჯინების თეატრის ახალი შენობა უნდა აშენდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი