ახალი ამბებირეკლამა

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს

16 ივნისი, 2017 • 1911
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 20 ივნისს, 19:00 საათზე, მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე SOLO ლაუნჯში გაიმართება (მისამართი: ი. ჭავჭავაძის N29) და  დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება ფინანსების მიმართულებით. ღია კარის დღეზე დასასწრებად  საკამარისია ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ღია კარის დღეს ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ფინანსები თქვენი სამსახურისთვის თუ თქვენს სამსახურშიაღნიშნულ ლექციას, გაუძღვება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში ინვესტიციებზე ორიენტირებული პირველი ფონდის “LS Opportunities – Frontier Income Fund” მმართველი და საინვესტიციო კომპანიათალეს ინვესტმენტს“-ის მმართველი პარტნიორი ვასილ რევიშვილი.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში შესაძლებელია მიიღოთ ხარისხიანი დასავლური განათლება –  სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

დეტალები საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ: www.mba.edu.ge  

მასალების გადაბეჭდვის წესი