ახალი ამბები

ანონსი – 16 ივნისი

16 ივნისი, 2017 • 2089
ანონსი – 16 ივნისი

წარმოგიდგენთ 16 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


10:00 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულების სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონიალი. ცერემონიალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ჯულიეტ მორგანი, სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დირექტორი (სკ/სელსპ) ერიკ ტონგრენი. ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის რესპუბლიკების მთავრობის წარმომადგენლები.


11:00 სასტუმროში ,,ბილტმორი“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე  “სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრება. საგრანტო პროგრამისთვის, რომლის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდების  ჩართულობის ხელშეწყობა,  დანიის სამეფოს მთავრობამ  საქართველოს დამატებით 27 965 000 დანიური კრონა (დაახლოებით 4 100 000 აშშ დოლარი) გამოუყო. პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან.  


11:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის პირველი საინფორმაციო შეხვედრა. მისამართი: სასტუმრო „რუმსი“ – მ. კოსტავას 14.

11:00 საათზე, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად, გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი კონცერტს გამართავს.  ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.


11:30 საათზე „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის მანკიერი პრაქტიკის შესახებ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნით, გამოძიება განახლდა პოლიციელთა მიერ ნაცემი მოქალაქის საქმეზე, პროკურატურამ გამოძიება იმავე გამომძიებელს დაავალა, რომელიც ამავე საქმეს ადრე არაეფექტიანად და უშედეგოდ იძიებდა.


13:00 საათზე ‘’ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მოაწყობს სოციალური პროგრამის პრეზენტაციას, მაჟორიტარ კანდიდატ მამუკა ახვლედიანთან ერთად. მის: ქვემო ფონიჭალა (უსინათლოების დასახლება). საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია 599 43 43 08 ნინო ორდენიძე 599 48 11 11


13:00 საათზე, იანოშ ჰერმანი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის პლატონ კალმახელიძე მერი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე თელავში გახსნიან ვაკანსიათა ბაზრობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ბაზრობა ორგანიზებულია ევროკავშირის პროექტის მიერ.

14:00 საათზე, არგენტინის მორაგბეთა ნაკრების წევრები დევნილ და ლტოლვილ ბავშებს შეხვდებიან. მორაგბეები ბავშვებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ესაუბრებიან. ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.  მისამართი: UNHCR ოფისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 2ა.

14:30 საათზე თელავში იანოშ ჰერმანი გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა უკეთ გაეცნოს კახეთში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს.

14:30 საათზე „თავისუფალი დემოკრატები – რესპუბლიკელები“ უზნაძის 107 ნომერში ბრიფინგს გამართავენ და მოსახლეობასთან ერთად, აღმაშენებლის #136-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ, რომელიც 80-მდე ოჯახს და მათ საცხოვრებელს უქმნის საფრთხეს. მის. უზნაძის #107, თბილისი.

17:00 სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI” (პრეზიდენტი – ვალერი ასათიანი), საქართველოს კულტურის ფონდთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან ერთად გაიმართება აზერბაიჯანელი და ქართველი სახალხო მხატვრების – მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის მიერ შექმნილი ქანდაკებების ფოტოგამოფენა.

18:00 “ხალხის პარტიის” წევრები შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია-პერფომანსს გამართავს, ლოზუნგით “არა ჩადებას”. მის: შოთა რუსთაველის ქ.#1

20:00 საათზე თელავში ევროპის დღის აღსანიშნავად დაიწყება კონცერტი ქართული ბენდის, ლევან მასპინძელაშვილი და Jam Station-ის შესრულებით. იანოშ ჰერმანი, ვიქტორ დოლიძე და კახეთის გუბერნატორი, გიორგი ქადაგიშვილი კონცერტის დაწყებამდე სიტყვით მიმართავენ დამსწრე საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი