ახალი ამბები

ბოკერია: არასასოფლო-სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის, მაგ ნაწილს რატომ ჰყიდით?

15 ივნისი, 2017 • 2655
ბოკერია: არასასოფლო-სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის, მაგ ნაწილს რატომ ჰყიდით?

“არასასოფლო-სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის? მაგ ნაწილს რატომ ჰყიდით დედასამშობლოსი. და იჯარით დედასამშობლოს გაცემა შეიძლება”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. საპარლამენტო უმცირესობის და ენმ-ის გარდა, მორატორიუმს ყველა ფრაქცია მხარს უჭერს.

“ორგანულ კანონში გამონაკლისებს რომ აწესებთ, ეგ რას ნიშნავს, გამონაკლის შემთხვევაში “სამშობლოს გაყიდვა” კარგია? ექსკლუზივი გინდათ გქონდეთ თქვენ “სამშბოლოს ღალატზე”? მე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, შემდეგ არჩევნებზე თქვენ ერთად, ერთ ბლოკად გამოდით. აღარ გინდათ ეს ცალკე სატელიტები ნაციონალ-პატრიოტ-სოციალისტ-კომუნისტები და სლოგანი გქონდეთ ასეთი: სიბნელე, უვიცობა, ფარისევლობა”, – მიმართა ბოკერიამ პატრიოტთა ალიანსისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

უფრო ვრცლად მიწის საკითხზე პარლამენტში გამართული დისკუსიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი