ახალი ამბები

ქარტია: შემაშფოთებელია “წითელი ზონისა” და “ინტერვიუსთვის” კონტრაქტის არგაგრძელება

14 ივნისი, 2017 • 2062
ქარტია: შემაშფოთებელია “წითელი ზონისა” და “ინტერვიუსთვის” კონტრაქტის არგაგრძელება

საქართველოს ჟურნაისტური ეთიკის ქარტია სზოგადებრივი მუწყბლის მიერ “წითელი ზონისა” და “ინტერვიუსთვის” კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე განცხადებას აქვეყებს.

ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ამ ფაქტის გამო და მიიჩნევს, რომ ორივე გადაცემის შენარჩუნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქარტიის შეფასებით, „წითელი ზონისა“ და „ინტერ view”-ს მაყურებელს მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპორდუქტს სთავაზობდა.

“ქარტიას საშუალება ჰქონდა, მედიამონიტორნგის ფარგლებში თვალი ედევნებინა გადაცემა ინტერview-სთვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რის საფუძველზეც ის შეაფასა, როგორც ყველაზე მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე პოლიტიკურ თოქშოუდ ქართულ მედიასივრცეში” – ვკითხულობთ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხდებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს მაუწყების მენეჯმენტს, გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გააგრძელოს აღნიშნული გადაცემების მიწოდება მაყურებლისთვის, მით უმეტეს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, სალომე ასათიანის ინტერვview და გოგი გვახარიას “წითელი ზონა” მომდევნო სეზონიდან ეთერში აღარ გავა. ამ გადაწყვეტილებას არაერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, დაიგეგმა საპროტესტო აქციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი